Tuesday, December 2, 2014

ინტეგრირებული გაკვეთილი


დისკუსიაში მონაწილეთა შეფასების კრიტერიუმი

                1–3
             4–5
6–7
8–10
არ მონაწილეობს დისკუსიაში, არ ისმენს სხვის მოსაზრებებს. არ გააჩნია საკუთარი მოსაზრება.
ცდილობს მონაწილეობის მიღებას, ცდილობს გამოამჟღავნოს საკუთარი მოსაზრება.
მონაწილეობს დისკუსიაში, ისმენს სხვის მოსაზრებას, ამჟღავნებს საკუთარ დამოკიდებულებას.
ესმის პრობლემების არსი, ამჟღავნებს საკუთარ ინტერეს, აქტიურია, გამოთქვამს საკთარ მოსაზრებებს.
          დროის გამოყენების შეფასების კრიტერიუმი

1–3
4–5
6–7
8–10
დროის დიდი ნაწილს კარგავს უმიზეზოდ.
რამდენიმე მოსწავლე ცდილობს დროის გამოყენებას.
მოსწავლეთა დიდი ნაწილი ცდილობს დროის გამოყენებას.
ყველა იყენებს დროს ეფექტურად.
            ინტეგრირებული გაკვეთილი

გაკვეთილის თემა.
IV საუკუნის საქართველოს პოლიტიკური სურათი და ნინოს როლი გაქრისტიანებაში.
საწავლო საფეხური.
II  საფეხური  IX კლასი
ინტეგრირებული საგნები, მასწავლებლების  გვარი და სახელი.
საგნები:       ისტორია  : ზ. სალუქვაძე
                      ქართული  :  ნ. ცაავა
მოსწავლეთა რაოდენობა.
    18
გაკვეთილის სასწავლო მიზნები.
ისტორია: მოსწავლეები იმსჯელებენ ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების პოლიტიკურ და რელიგიურ წინა პირობებზე.დიდი სახელმწიფოების როლსა და გავლენაზე ჩვენი ქვეყნის ისტორიული განვითარების პროცესში, შეაფასებენ პიროვნების როლს საზოგადოებაში.
     ჩამოუყალიბდებათ შემდეგი უნარები: არგუმენტირებული მსჯელობით ნაცნობი და უცნობი მასალის ერთმანეთთან დაკავშირების, ლოგიკური დასკვნების გამოტანის, მსჯელობისა და ანალიზის.
ქართული: მოსწავლეები გაეცნობიან ნინოს ცხოვრებას. იმსჯელებენ ნაწარმოების ჟანრზე, შეაფასებენ ნინოს როლს საქართველოს გაქრისტიანების საქმეში.
     ჩამოუყალიბდებათ შემდეგი უნარები: ტექსტზე მუშაობის, ტექსტის პერიფრაზირების, მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების, კვლევისა და ჯგუფში მუშაობის.

ისტ .IX.4 მოსწავლე აანალიზებს საგარეო და საშინაო ფუნქციების გავლენას ქართული სახელმწიფოს წარმოშობასა და განვითარებაზე.
     შედეგი მიღწეულია, თუ მოსწავლე: გამოყოფს საგარეო და საშინაო ფაქტორს, რომელიც სახელმწიფოს ან სახელმწიფოების წარმოქმნის, წარმოშობის ერთ–ერთი მიზეზი გახდა.
      მსჯელობს კონკრეტულ საგარეო ფაქტორზე რომელმაც იმოქმედა სახელმწიფოს შემდგომ განვითარებაზე.
ისტ .IX.5 მოსწავლე იკვლევს საქართველოში არსებულ რელიგიებს.
       შედეგი მიღწეულია, თუ მოსწავლე: ადგენს საქართველოში გავრცელებული წარმართული ღვთაებების სიას.
       აჯგუფებს საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების ხელისშემწყოფ და ხელისშემშლელ ფაქტორებს.~
       ირჩევს ქართული ეკლესიის ორ წარმომადგენელს და ადარებს მათ მოღვაწეობას რელიგიურ და კულტურულ სფეროში.
ისტ .IX.6 მოსწავლე იკვლევს ქართულ კულტურას უძველესი დროიდან დრომდე.
შედეგი მიღწეულია, თუ მოსწავლე: მსჯელობს ქართული და უცხო კულტურის ურთიერთობისა და ურთიერთგავლენისშესახებ.
ქართ. IX.8 მოსწავლე იყენებს კითხვის მიზნის შესაბამის სტრატეგიებს.
     ვრცელი ტექსტების კითხვისას ხელახლა გადაავლებენ თვალს ამა თუ იმ ადგილს, აკეთებენ ჩანაწერებს, გამოყოფენ მნიშვნელოვან თვალსაზრისებს, ჩამოწერენ კითხვებს თექსტის უკეთ გასაგებას.
     ატესტებს ტექსტში უცნობ იმფორმაციას.
















  თანმიმდევრობა
ისტორია: განწყობის შექმნა – მისალმება 2 წუთი.
     გონებრივი იერიში: რა ვიცით ქრისტიანობის შესახებ? (10 წუთი)
        სად და როდის ჩაისახა ქრისტიანობა ?
        რატო არ ცნო ქრისტე ებრაელმა ხალხმა მესიად?
        რა ვიცით რომისა და ქრისტიანი მოსახლეობის დამოკიდებულების შესახებ I –III საუკუნეებში?
        რა ვიცით ამ დროისათვის საქართველოში არსებული რელიგიების შესახებ?
        რატომ ვერ მოხერხდა ანდრია პირველწლოდებულისა და სიმონ კანანელის შემოსვლის შემდეგ ქეისტიანობის გამოცხადება სახელმწიფო რელიგიად?
        იმსჯელეთ ნიზიბინის ზავზე და მის შედეგებზე საქართველოსთვის.
        იმსჯელეთ III-IV საუკუნეებში საქართველოში შექმნილი პოლიტიკური, რელიგიუტი და სოციალური მდგომარეობის შესახებ.
        როგორ ფიქრობთ მზად იყო თუ არა საქართველო ქრისტიანობის მისაღებად?
        რა როლი შეასრულა ამ საქმეში წმინდა ნინომ?
        როლელი ისტორიულ წყაროებშია აღწერილი წმინდა ნინოს მიერ ქართლის მოქცევა?
აქტივობა ...პრეზენტაცია „ქრისტიანობა სარწმუნოება და პოლიტიკა“,  რომლის პრეზენტაციაც ხდება გონებრივი იერიშის პარალელურად.
ქართული: ფრონტალური კითხვები (3 წუთი)
        რა ჟანრის ნაწარმოებია წმინდა ნინოს ცხოვრება ?
        რომელი პირით იწყება ნაწარმოების თხრობა?
        რა ვიცით ამ ჟანრის შესახებ?
        რით განსხვავდება ნართანიანი მრავლობიღი ბრუნება თანამედროვე ბრუნვისაგან ?
აქტიობა ... ჯგუფური მუშაობა 8 წუთი
I ჯგუფი: ისტორიული და ლიტერატურული წყაროების მიხედვით                   იმსჯელონ წმინდა ნინოს მისიის შესახებ, შეაფასონ წმინდა როლი ქართლის გაქრისტიანების საქმეში.
II ჯგუფი: იმჯელონ რომში ქრისტიანობის გამოცხადების მნიშვნელობაზე, დააკავშირონ მირიანის მიერ ქართლში სახელმწიფო რელიგიის გამოცხადების ფაქტთან.
     შეფასება
სხვადასხვა აქტივობები,  შეფასებათა რუბრიკები.












მეტყვლების შეფასების კრიტერიუმი

      შედეგი
          1–3
        4–5
6–7
8–10
გამართული სწორი მეტყველება.
არ იცავს მართლმეტყველების ელემენტებს, წესებს.უჭირს გამართული საუბარი.
იცავს მართლმეტყველების ელემენტებს, მერ–ნაკლებად გამართულად საუბრობს.
გამართულად მეტყველებს, იყენებს მართებულ გრამატიკულ კონსტრუქციებს.
გამართულად მეტყველებს. აქვს მდიდარი ლექსიკას, შემოქმედებითად იყენებს ენობრივ საშუალებებს.
სათქმელის ნათლად და ლოგიკურად გადმოცემა.
უჭირს სათქმელის ნათლად და გასაგებად გადმოცემა.
სათქმელს გადმოცემს გასაგებად.
სათქმელს გადმოცემს ნათლად და საკითხს აშუქებს  თანმიმდევრულად.
სათქმელს გადმოცემს ნათლად და ლოგიკურად. საკითხს აშუქებს ამომწურავალ და თანმიმდევრულად.



















ჯგუფური მუშაობის შეფასების რუბრიკა 

               1–3
                4–5
               6–7
                8–10
მოსწავლეები დროის დიდ ნაწილს კარგავენ უმიზეზოდ.
რამდენიმე მოსწავლე ცდილობს დროის გამოყენებას.
მოსწავლეთა ძირითადი ნაწილი ცდილობს დროის გამოყემებას.
ყველა მოსწავლე დროს იყენებს ეფექტურად.
ერთი მოსწავლე მონაწილეობს გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
რამდენიმე მოსწავლე იღებს მონაწილეობას გადაწყვეტილების პროცესში.
მოსწავლეთა ძირითადი ნაწილი  იღებს გადაწყვეტილებას.
ყველა მოსწავლე მონაწილეობს გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
მოსწავლეების უმეტესობა იგნორირებას უკეთებს სხვების იდეებს.
რამდენიმე მოსწავლე ინტერესდება სხვების იდეებით.
მოსწავლეთა ძირითადი ნაწილი ისმენს და აანალიზებს სხვების გადაწყვეტილებას.
მოსწავლეები იყენებენ ერთმანეთის იდეებს მიზნის მისაღებად.



   შედეგები:    იციან დროის ეფექტური გამოყენება, იღებენ გადაწყვეტილებებს, შეუძლიათ                                        .                         სხვისი იდეის მოსმენა და გამოყენება

No comments:

Post a Comment