Saturday, June 22, 2019

პროექტ-გაკვეთილი

პროექტის
სათაური
საქართველოს გასაბჭოება და ქართველ მწერალთა ახალი კულტურული არჩევანი.
პროექტის მთავარი
          იდეა
საქართველოს გასაბჭოების საბედისწერო შედეგების გააზრება. რუსული  იმპერიის მარწუხებში ქართველ მწერალთა ახალი  კულტურული არჩევანი.
    პროექტის
   აქტუალურობა
გამოუმუშავდებათ ინფორმაცის მოძიების, დახარისხების,მოს-მენის, ჯგუფური მუშაობის,ჩანაწერების გაკეთების, რესპოდენტთან მუშაობის, დისკუსიის წარმართვის უნარ-ჩვევები. შეძლებენ რესურსების ორგანიზებას და ცოდნის მობილიზებას.
      პროექტის
    
. გაეცნონ შედეგებს,რომელიც მოჰყვა საქართველოს გასაბჭოებას.
. გააცნობიერონ ქართველ მწერალთა ახალი კულტურული არჩევანი.
. განუვითარდეს სოციალური უნარ-ჩვევები.
. წარმოადგინონ მოპოვებული ინფორმაციები სხვადასხვა აქტივობებით.
. განუვითარდეს ჯგუფური მუსაობისა და პრეზენტაციის უნარ-
ჩვევები.
     
                       
17
     
2-3 
    მოსალოდნელი
        შედეგები
. მოსწავლეს შეუძლია პროექტის წარმოდგენა.
სხვადასხვა ჯგუფის მიერ მინი პროექტების გაანალიზება- სეფასება.
შეუძლია კულტურული ტექსტების ანალიზი.
მოპოვებული ინფირმააცის სხვადასხვა აქტივობებით წარმოდგენა
      საჭირო
  რესურსები
 სახელმძღვანელო, ლიტერატურული ტექსტებიკოტე მაყაშვილის, ტიციან ტაბიძის, ნიკოლო მიწიშვილის,  კოლაუ ნადირაძის ლექსები,
გრიგოლ რობაქიძის სიტყვა-ევროსაბჭოს სოციალისტურ დელეგაციას მწერალთა სახელით, ქართველ მწერლებს, კრიტიკისთა წინასიტყვაობები სხვადასხვა მხატრულ ნაწარმოებებშi.
ისტორიული წყაროები, ელექტრონული  ბიბლიოთკა,  დოკუმენტური ფილმი -1921წელი ქართულ სინამდვილეში, ვიდეო- კამერა, დისკი, კომპიუტერი.
    პროექტის
  მსვლელობა
აქტივობა 1.გამოწვევა.
) რა ვიცით1921წლის  25 თებერვლის შესახებ?
) ჩამოთვალეთ მწერლები,  რომლებიც  ვერ   ეგუებოდნენ  სინამდვილეს
) ჩამოწერთ  ლიტერატურული  დაჯგუფებები, რომელიც ჩამოყალიბდა  ამ პერიოდში.
აქტივობა 2მინი  ლექცია თემატიკასთან დაკავშირებით.
აქტივობა 3. ჯგუფური მუშაობაკლასს შერჩევითიბის პრინციპით ვყოფ სამ  ჯგუფად,  ვურიგებ ბარათების გამოყენებით დავალებებს.
 I  ჯგუფი
ისტორიის  სახელმძღვანელოებშო  და სხვა  წყაროებში  მოიძიეთ ინფორმაცია  საქართველოს  ანექსიის, 1924 წლის     
აჯანყების,  სტალინური  მმართველობის, რეპრესიების,
დახვრეტების,  დასმენების და  ტოტალური   რეჟიმის სხვა
მოვლენების შესახებ. შექმენით  ფოტოკოლაჟი, შეუდარეთ ეს ინფორმაცია   ჯგუფის სხვა  წევრების  მიერ მოძიებულ    მასალებს  და   საბოლოოდ   შადგინეთ  დეტალური  აღწერა  ამ პერიოდისა.
   II   ჯგუფი    
საკოლო  და ელექტრონული  ბიბლიოთეკაში  მოიძიეთ 
საბჭოთა  ეპოქაში  გამოცემული  წიგნები    გადაათვალიერეთ   ისტორიული,  ლიტერატურულის მცოდნეობითი ლიტერატურა,  კრიტიკოსთა მიერ დაწერილი    წინასიტყვაობები  სხვადასხვა  მხატვრული  ნაწარმოებებისათვისდააკვირით   როგორ არის  შეფასებული საბჭოური მოვლენები.  ასევე,   1783 წლის გეორგიევსკის  ტრაქტატი და  რუსეთთან კავშირის  პოსიტიური  მნიშვნელობა,  ამოიწერეთ  ეს ადგილებიშეადარეთ  ჯგუფის  სხვა წევრების
მიერ  მოძიებულ  ინფორმაციას, იმსჯელეთ  საქართველოსათვის  დრამატულ  მოვლენებზე.  მოამზადეთ    პრეზენტაცია-საბჭოთა  მოვლენები   და დღევანდელობა
   III  ჯგუფი
საქართველოში  არ იყო   ისეთი ოჯახი,  რომელსაც  არ მოხვედრია  საბჭოთა  რეჟიმის ხელი.  მიმართეთ  ნაცნობ  ხანდაზმულ  ადამიანებს, გიამბონ საკუთარი  ისტორიები.  ჩაწერეთ  მათი  ნაამბობი  კომპიუტერული ტექნიკის  გამოყენებით  და  შეეცადეთ  შექმნათ  თქვენეული ტექსტი  ამ
 ზეპირი  ისტორიების  გამოყენებით. მოძიებული  ისტორიები  გაუზიარეთ  ჯგუფის  წევრებს    და  შეთანხმებული  ვერსია
წარმოადგინეთ ვიდეო  დისკის დახმარებით.
აქტივობა-4. მოძიებული  ინფორმაციების  წარდგენა ჯგუფებში  და დამუშვება.
აქტივობა-5. გადმუშავებული  ინფორმაციის    პორტფოლიოში  განთავსება.
აქტივობა-6. დისკზე მოთავსებული  მასალის   პრეზენტაცია.
აქტივობა-7. დისკუსია  თემაზე:
ახალი  კულტურული  არჩევანი -  ხსნა თუ  ფიზიკურ- მორალური  მსხვრეპლი
აქტივობა-8   მოძიებული  ინფორმაციების საჯაროობა,
ფოტოკოლაჟის  გამოფენა.      
  საგნობრივი
 ჯგუფები
ქართული  ენა და ლიტერატურა,   ისტორია,  ისტი.
     პროექტის
 ხელმძღვანელი
    
ნონა  ცაავა
    ელ-ფოსტა
Nonacaava65@gmail.com
ხელმძღვანელის
ბლოგი




No comments:

Post a Comment