Saturday, June 22, 2019

ამონარიდები


  ამონარიდი  თორნიკე ჭელიძის სტატიიდან ,,ადამიანი გაზეთის სვეტში“ http://mastsavlebeli.ge/?p=9192
კრუს ხიმენესმა ალუდა ქეთელაური გამახსენაამ ორ პერსონაჟს შორის მსგავსება დიდიათუმცა განსხვავებაც არის – ალუდა კლავს მტერს და ამის შემდეგ იბადება ახალ ადამიანადხოლო ხიმენესი ნაბიჯის გადადგმამდე ხვდება ამ ნაბიჯის უსამართლობასვინმეს იქნებ პათეტიკურიც მოეჩვენოსმე კი ძალიან ამაღელვებელი მგონია ორივე პოემის ის ნაწილისადაც აღწერილია,როგორ ემშვიდობებიან გმირები საკუთარ წარსულს: „მაგრამ სიცოცხლე ჯერ არასოდეს არ მნდომებია ასე მტანჯველად, / ასე არასდროს მომნატრებია დედადა წყალი და ძველისძველი ჩემი საწოლი“, – ამბობს ხიმენესი; „ერთხელ მაუნდა ალუდას / ერთხელ მობრუნვა თავისა: / „მშვიდობითსაჯიხვეებო, /გამახარელნო თვალისა! / მშვიდობით ჩემო სახ-კარო / გულში ამშლელო ბრალისა“, – ეს უკვე ალუდა იხედება უკანეს იმას არ ნიშნავსრომ მათ წარსულთან გამოთხოვება უჭირთ – პირიქითროგორც ვაჟას სხვა პერსონაჟი აღნიშნავს ერთგანმათი ფიქრი ძაფითაც კი არ არის მიბმული წარსულზეეს ადამიანური სისუსტეამშვენიერი სისუსტერომელიც გაცილებით ამაღლებულიც კიავიდრე მავანთა ძლიერებასახარებაშიც ხომ ყველაზე ამაღელვებელი ის ეპიზოდიასადაც ჯვარზე გაკრული ქრისტე მამას უხმობს.სწორედ ამ სიტყვების გაგონებისას ხვდებირომ იესო – გწამს თუ არ გწამსიყო თუ არ იყოეცვა თუ არა ჯვარს – შენიანიაადამიანია და გაგიგებდა ან გაგიგებს.

სტატიის ავტორი:    ნინო  ივანიაძე  
პიროვნების სულიერი ტრანსფორმაცია ვაჟა-ფშაველას
"
ალუდა ქეთელაურისმიხედვით (ამონარიდი)http://www.dzeglebi.ge/statiebi/sxva/pirovnebis_sulieri.html

ალუდას პიროვნული ამბოხის უმაღლესი გამოხატულებაა ხატობის სცენაიგი ბოლომდე სწორედ ხატობის სცენაში ამჟღავნებს საკუთარ თავს საზოგადოების წინაშეამიტომ ეს სცენა ემსგავსება სახარებისეული ფერისცვალების აქტსროგორც ქრისტემ გააცხადა თავისი ღვთაებრივი ბუნება მოციქულთა წინაშესწორედ იმგვარად გამოამზეურა ალუდამ თავის ჭეშმარიტი ადამიანური ბუნება თანამემამულეთა თვალწინეს ჭეშმარიტი ადამიანური ბუნება სხვებისათვის ჯერ კიდევ დაფარულიაისინი "მიწიერი კაცები"არიანალუდა "შინაგანი კაცია", არა მხოლოდ ხორციელიარამედ სულიერი მოწიფულობის ასაკს მიღწეული (ნეტარი ავგუსტინე.ჭეშმარიტი სარწმუნოებისათვის). თანამემამულეებმა ვერ შეძლეს მათ წინაშე მდგომი ჭეშმარიტი პიროვნებისმათი მხსნელი და მათი მსხვერპლი გმირის გმირად შეცნობაიგი მოღალატედ ჩათვალეს,როცა ხევისბერის სასტიკი უარის შემდეგ თვითონ სცადა"მოუნათლავი გმირისთვისმოზვერის დამწყალობებარისხვით ანთებულმა ხევისბერმა თემიდან მოკვეთა ალუდა ქეთელაური და ნამდვილი გოლგოთა - მოყვასთაგან მოშორება მიუსაჯა.
მშობლიური კუთხის გარეშე ცხოვრება ალუდასთვის დიდიტრაგედიაარადგან მისი რაინდული ჩვევები - ღირსებასიყვარულიდა რწმენა (ერთგულებასწორედ მასთან არის დაკავშირებულიიგი ქვეყნისა და ხალხის მოწინააღმდეგე კი არ ხდებაცდილობსგულითნაწვდომი ჭეშმარიტება დაამკვიდროს ხალხშიგაქვავებული ადათების საწინააღმდეგოდამაშია ჰუმანური მსოფლმხედველობით განმსჭვალული გმირის დამათ შორისალუდას ბუნების არსიასეთი გმირი მხსნელია საზოგადოებისარომელიც მის რჩევას მიჰყვებარაც ძალზე იშვიათად ხდებარადგან იგი პიროვნებამდე ვერ მაღლდება.ამაში მდგომარეობს პიროვნების "ტრაგიკული ბრალი". სწორედ ამიტომ იგი ამასთანავე, "მსხვერპლია სოფლისა". ალუდაქეთელაურიც მსხვერპლად ეწირება თავის პრინციპებს და იმ გმირთაშორის დგება, "რომლებიც სცილდებიან თემსვითარცა ყველაზეკეთილი მტრები მთელს მსოფლიოში".



No comments:

Post a Comment