Saturday, June 22, 2019

სამოდელო გაკვეთილის გეგმა


სამოდელო გაკვეთილის გეგმა
სსიპ  ბესიკ ხულორდავას სახელობის მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სალხინოს საჯარო სკოლის უფროსი მასწავლებელი ნონა ცაავა
საგანი: ქართული ენა და ლიტერატურაა
საფეხური: საშუალო
კლასი: მე-11
მოსწავლე: 10 (სსსმ არ არის)
გაკვეთილის თემა: ,,კეთილი მტრები გოლგოთის გზაზე“-მსხვერპლად შეწირული პერსონაჟები ალუდა ქეთელაური და კრუს ხიმენესი
გაკვეთილის მიზანი: მოსწავლეები შეძლებენ დამოუკიდებლად გაანალიზონ სხვადასხვა ეპოქაში შექმნილი ტექსტი მასში ასახული ინფორმაციის, თემებისა და პრობლემატიკის თვალსაზრისით. იმსჯელებენ მსგავსება -განსხვავებაზე. გაანალიზებენ ვიდერგოლზე წარმოდგენილ ინფორმაციას, მოისმენენ აუდიო მასალას, წაიკითხავენ ამონარიდებს, შეავსებენ  კოგნიტურ  სქემებს, შეაჯამებენ გაკვეთილის თემას და  იმსჯელებენ არგუმენტირებულად.
გაკვეთილის ტიპი: გამჭოლი კომპეტენციები -მედიაწიგნიერება
  მედიაწიგნიერების  მიზანი: მედიარესურსების კრიტიკული ანალიზი და შეფასება .მედიის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის სხვადასხვა პერსპექტივისა და ხედვის იდენტიფიცირება, ანალიზი და განხილვა.
წინარე  ცოდნა: მოსწავლეებმა იციან განსახილველი მხატვრული ტექსტები.
გაკვეთილის ხანგრძლივობა: 45 წთ.
N.
აქტივობა/აქტივობის აღწერა
მეთოდი
კლასის ორგანიზების ფორმა
სასწავლო რესურსი
დრო
აქტივობის ბოლოს მისაღწევი შედეგები
1.
საორგანიზაციო საკითების მოგვარება. მასწავლებელი მოსწავლეებს მოკლედ აცნობს გაკვეთილის თანმიმდევრობას, თემას ,მიზანს, აქტივობებს, შეფასების რუბრიკასა, რომელიც ჩამოწერილია  ფლოფჩარტზე და გამოკრულია თვალსაჩინო ადგილზე.
ვერბალური ახსნა
მთელი კლასი
ჟურნალი, კალამი, შეფასების რუბრიკა.



3 წთ.
მოსწავლეები შეძლებენ ყურადღების მობილიზებას, გაეცნობიან გაკვეთილის მიზანს, სამუშაო აქტივობებს და შეფასების სქემას
2.
მასწავლებელი მოსწავლეებს ეკითხება თუ რა იციან მსხვერპლშეწირვის  შესახებ და პასუხს ჩამოწერენ დაფაზე
გონებრივი იერიში
დაფაზე მოთავსებული კოგნიტური სქემის: ,,ასოციაციური რუკის“ შევსება


ინდივიდუალური
დაფა. ფლიფჩარტზე  მოთავსებული კოგნიტურისქემა



4 წთ.
ცოდნის მობილიზება, ა მოსწავლეების გააქტიურება კოგნიტური სქემის შევსება
3
მაწავლებელი  მოსწავლეებს აჩვენებს ვიდეორგოლს ,,რისთვის გვჭირდება  მსხვერპლი“, თან ურიგებს თარგმნილ ტექსტს

სწავლების ვიზუალიზაცია

ინდივიდუალური
თარგმნილი ტექსტი ,,რისთვის გვჭირდება მსხვერპლი“, კომპიუტერი, პროექტორი


7 წთ

მოსწავლეები უკეთ აღიქვამენ ინფორმაციას .
4
მასწავლებელი მოსწავლეებს აძლევს ინსტრუქციას, თხოვს წაიკითხონ ტექსტი, ჩაინიშნონ რა არის ძირითადი მოვლენა, მოვლენის  მიზეზი  და შედეგი, შეავსონ კოგნიტური   სქემა 1. რომელიც მოთავსებულია ფლიფჩარტზე

ტექსტზე მუშაობა, გააზრება, ჩანიშვნების  გაკეთება ,ძირითადი საკითხების სქემაზე გადატანა


ინდივიდუალური


ტექსტი ,სქემა 1.




3 წთ

განიხილავენ ტექსტს, იმსჯელებენ  მოვლენაზე, მიზეზე და შეაფასებენ შედეგს.,კოგნიტური სქემის გამოყენებით ორგანიზებას გაუკეთებს ინფორმაციას, შეიცნობს მთელისა და დეტალების ურთიერთმიმართებას.
5
მე-4 აქტივობის დასრულების შემდეგ მასწავლებელი შერჩევის პრინციპით კლას ყოფს ორ ჯგუფად, თითოეულს აძლევს ფლიფჩარტზე მოთავსებულ დროის დიაგრამა 2 და სქემა ,,მოვლენათა ჯაჭვი“ სქემა 3. აძლევს ინსტრუქციას:
წაკითხული ტექსტის მიხედვით შეავსონ სქემები

ურთიერთსწავლების მეთოდი

ჯგუფური

ტექსტი
სქემა 2
სქემა 3


4წთ

მოსწავლე ანაწევრებს მოცემულ ინფორმაციას, მსჯელობს კრიტიკულად, უვითარდებათ კომუნიკაციის უნარჩვევები.
6
მასწავლებელი ეკითხება მოსწავლეებს  მსხვერპლშეწირული პესონაჟებისა  და მათი ავტორების შესახებ ინფორმაციულ მასალას  


გონებრივი იერიში

ინდივიდუალური



3წთ

მოსწავლეების გააქტიურება, მხატვრული ტექსტების გახსენება და მედია რესურსთან დაკავშირება
7
მასწავლებელი სთხოვს ჯგუფებს და გააგრძელონ კოგნიტურ სქემებზე მუშაობა .
I ჯგუფი
შეავსეთ სქემა ,,შედარების მატრიცა“ვაჟა-ფშაველას ,,ალუდა ქეთელაურსა“ და ოთარ ჭილაძის ,,ადამიანი გაზეთის სვეტის“ მიხედვით
II ჯგუფი
იმავე ტექსტების მიხედვით შეავსონ სქემა ,,მოვლენათა ჯაჭვი“ და იმავე ტექსტის მიხედვით შეავსონ ფლიფჩარტზე მოთავსებული სქემა 5 დროის დიაგრამა




ინტერაქტიული სწავლება




ჯგუფური



ფლიფჩართზე მოცემული სქემა 4.
სქემა 5.
მარკერი




4წთ

მოსწავლეები შეძლებენ სხვადასხვა ეპოქაში შექმნილი ტექსტების ანალიზს, მასში ასახული იდეების, პრობლემატიკისა და თემების თვალსაზრისით. თანამშრომლობითი სწავლება  და სოციალური უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება
8
 მასწავლებელი მოსწავლეებს ასმენინებს ვიდეო ფირზე ჩაწერილ ლექს ზინაიდა კვერენჩხილაძის გახმოვანებით,შემდეგ  აწვდის მათ ლექსის დაბოლოების ორ ვარიანტს და სთხოვს კოგნიტური სქემა 7 საშუალებით შეაფასონ

ინტერაქტიული სწავლება

ინდივიდუალური



ვიდეო ფირი
სქემა 7
მარკერი
ლექსის დაბოლოების ორი ვარიანტი




3წთ

მოსწავლე ახდენს საკუთარი სწავლის პროცესისა და მედია რესურსის კრიტიკულ ანალიზს
9
თემის შეჯამება მასწავლებელი მოსწავლეებს აწვდის ამონარიდს სტატიებიდან სთხოვს წაკითხვას და პროექტორზე უჩვენებს კითხვებს, რომელსაც პასუხობენ მოსწავლეები(კითხვები იხილეთ დანართში)ამავე დროს სთხოვს გაიხსენონ:
ა) ,,ყველაზე კეთილი მტრები მსოფლიოში“
ბ) ქრისტეს უკანასკნელი სიტყვები და დაუკავშირონ განხილულ მხატვრულ ტექსტებს

ურთიერთსწავლება: კითხვების დასმა, ვარაუდების გამოთქმა

ინდივიდუალური

ამონარიდები: თორნიკე ჭილაძის სტატია ,,ადამიანი გაზეტის სვეტში“
ნინო ივანიძე-პიროვნების სულიერი ტრანსფორმაცია ვაჟა-ფშაველას ,,ალუდა ქეთელაურის“ მიხედვით
კომპიუტერი, პროექტორი




10წთ

მედიის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში სხვადასხვა პერსპექტივისა და ხედვის იდენტიფიცირება ანალიზი. მოსწავლეები შეაფასებენ ეპოქისთვის დამახასიათებელ თემებს, იდეებსა და პრობლემებს ამავე ეპოქის სოციალ-კულტურული კონტექსტის გათვალისწინებით.
10
შეფასება
განმავითარებელი,განმსაზღვრელი

პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა.
ჯგუფური მუშაობის შეფასების რუბრიკა


3 წთ

მოსწავლეების შეფასება რუბრიკების მიხედვით

საშინაო დავალება: ესე ,,კეთილი მტრები გოლგოთის გზაზე“

წერითი დავალება

ინდივიდუალური

დაფა
ცარცი

2 წთ
წერის, არგუმენტებისა და ფაქტების ლოგიკურად გადმოცემის უნარ-ჩვევების განვითარება




გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები და ინდიკატორები:
ქართ. XI .5 მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა ეპოქის ტექსტების გაანალიზება მათში
                    ასახული ინფორმაციის, თემების, იდეებისა და პრობლემატიკის
                    თვალსაზრისით.
ქართ.XI.6 მოსწავლეს შეუძლია გაანალიზოს როგორ გამოიყენება მხატვრული და
                  არამხატვრული  ტექსტის ელემენტები მისი ინტერპრეტაციის დროს
ქართ. XI.10. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის ესეს დაწარა.


No comments:

Post a Comment